|
2019-07-15 12:15:54, 2028 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - ენმ-ს სურს, საკითხი წარმოაჩინოს ისე, თითქოს პარლამენტის შტურმი პატრიოტიზმია, კონსტიტუციის დაცვა კი, ბოროტება
„ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, საკითხი წარმოაჩინოს შემდეგნაირად, რომ პარლამენტის შტურმი თურმე არის პატრიოტიზმის გამოვლინება და კონსტიტუციის დაცვა - ბოროტება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, საკითხის ამგვარად წარმოჩენა არავის გამოუვა. „ამ საკითხზე არაერთი კომენტარი გავაკეთეთ და დღესაც ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, საკითხი წარმოაჩინოს შემდეგნაირად, რომ პარლამენტის შტურმი თურმე არის პატრიოტიზმის გამოვლინება და კონსტიტუციის დაცვა თურმე არის ბოროტება. ეს არ გამოუვა არავის. ჩვენ ვაშენებთ სამართლიან სახელმწიფოს. ქართველმა ხალხმა დაინახა, თუ რასთან გვქონდა საქმე და ბუნებრივია, ამ ყველაფერს მიეცემა თავისი სამართლებრივი შეფასებები“, - განაცხადა ბახტაძემ. რაც შეეხება აქციის დაშლას, პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 20 ივნისს მიმდინარეობდა პარლამენტის შტურმი და პოლიცია იძულებული იყო, ლეგიტიმური ძალა გამოეყენებინა. „აქვე მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს საკითხი შემდეგ მოცემულობასთან, მიმდინარეობდა პარლამენტის შტურმი და პოლიცია იძულებული იყო გამოეყენებინა ლეგიტიმური ძალა. ეს არის შეფასება 20 ივნისის მოვლენების. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს დაშავებულები და იყო შემთხვევები როდესაც ზოგიერთმა სამართალდამცველმა გადააჭარბა მის უფლებამოსილებას, გამოიყენა ზედმეტი ძალა. ეს ყველაფერი უნდა დაადგინოს გამოძიებამ, რომ მოხდეს თითოეული ადამიანის იდენტიფიცირება, რომელმაც თავისი უფლებამოსილება არ გამოიყენა ისე, როგორც კანონი მოითხოვდა, მოახდინა ძალის ზედმეტი დემონსტრირება და ამის შედეგად ჩვენ გვყავს დაშავებული ადამიანები, ჩვენი ახალგაზრდები და პოლიციელები. ამ ყველაფერს მიეცემა სამართლებრივი შეფასებები და არავინ დარჩება დაუსჯელი. ეს პროცესი, რომელიც მიმდინარეობს 21 ივნისიდან არის ამის მკაფიო დემონსტრირება, ისევე როგორც ე.წ. პოლიტიკოსები, უპასუხისმგებლო ადამიანები არ აცდებიან პასუხისმგებლობას, რომ ჩვენი ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი გამოიყენეს თავისი პროვოკაციული მიზნებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მანვე დასძინა, რომ ეს არა მხოლოდ მისი ან მმართველი გუნდის, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებაც არის. „მე კომენტარში რამდენიმეჯერ ვთქვი და სამწუხაროდ ზოგი მედია ამაზე არ აკეთებს აქცენტს. ეს შეფასება რაც მე გავაკეთე, მხოლოდ ჩემი შეფასებაა ან ჩვენი პოლიტიკური გუნდის? თქვენ წაიკითხეთ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები? სადმე არის კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით რომ პოლიციამ გამოიყენა ლეგიტიმური ძალა? ეს არის ძალიან მძიმე ამბავი, უმძიმესი საკითხი და ძალიან მტკივნეული თითოეული ადამიანისთვის. მე სოლიდარული ვარ ამ ნაწილში, რომ ჩვენ უნდა მივცეთ სამართლებრივი შეფასება ყველა იმ შემთხვევას, სადაც ჰქონდა გადაცდომას ადგილი“, - განაცხადა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)