02:58 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-12 15:08:26, 2065 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე: გუშინ საზოგადოებამ მინისტრის გამოსვლა იხილა, რომელიც პასუხისმგებლობას არ გაურბის

ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის შეფასებით, შს მინისტრი გიორგი გახარია პასუხისმგებლობას არ გაურბის.

მისი განმარტებით, შს მინისტრის განცხადებები ენმ-ს „ისტერიკაში აგდებს“.

„გუშინ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა პასუხისმგებლიანი მინისტრის გამოსვლა, რომელიც არ გაურბის არც ერთ კითხვას და მითუმეტეს, პასუხისმგებლობას. ნიშანდობლივია ისიც, რომ გიორგი გახარიას ყოველი გამოჩენა კიდევ უფრო მეტ ისტერიკაში აგდებს „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან არც სიმართლეა მათ მხარეს და არც ელემენტარული პასუხისმგებლობის აღება შეუძლიათ თავიანთ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე.  ასე რომ, ერთ მხარეს არის დესტრუქციული, რევანშისტული „მეხუთე კოლონა“ „ნაცმოძრაობის“ სახით, ხოლო მეორე მხარეს  - ხელისუფლება - კონკრეტულ შემთხვევაში შინაგან საქმეთა მინისტრი და პოლიცია, რომელიც ასრულებს თავის მოვალეობას, იცავს სახელმწიფოს და მის მომავალს.

რა თქმა უნდა, უმძიმესია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებმა და პოლიციელებმა მიიღეს ძალიან სერიოზული დაზიანებები და ამას უსწრაფესი გამოძიება და ამ ადამიანებზე ბოლომდე ზრუნვა სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან. მაგრამ, ასევე აღსანიშნავია რომ 20 ივნისს შეუძლებელი იყო „ნაცმოძრაობის“ დაორგანიზებული შტურმის მოგერიება პოლიციის მხრიდან ლეგიტიმური ძალის გამოყენების გარეშე. აუცილებლად უნდა გავარჩიოთ პოლიციის მიერ გამოყენებული ლეგიტიმური ძალა, რომლის საჭიროება არავის მხრიდან არ დამდგარა ეჭვქვეშ  - და სხეულის დაზიანების ის ფაქტები, რომელთა აუცილებელი გარემოებები შესაძლოა არ იყო - რაზეც გამოძიებამ ძალიან მალე უნდა გაგვცეს კონკრეტული პასუხები“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics