|
2019-07-11 21:58:31, 2566 ნახვა
კომენტარი
გახარია: ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მიწოდებენ სისხლისმსმელს თუ თვალებისმთხრელს
"როდესაც ხდება შტურმი და შეტევა სახელმწიფო ინსტიტუტზე, მე არ მაქვს უფლება პოლიტიკური რეპუტაციის გადარჩენის მიზნით კომპრომისების ძებნა დავიწყო" - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გადაცემა „რეაქციაში“ ისაუბრა. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ როდესაც ამ თანამდებობას თანხმდებოდა, გააზრებული ჰქონდა რისკები, რომ მის რეპუტაციას საფრთხე შეიძლებოდა შექმნოდა. „თქვენ ხართ ჟურნალისტი და გაქვთ ვალდებულება იყოთ ემოციური, მე ვარ შინაგან საქმეთა მინისტრი. ადამიანს, რომელიც თანხმდება ასეთ თანამდებობას , უნდა ჰქონდეს აბსოლუტურად მკაფიოდ გააზრებული, რომ შეიძლება მოუწიოს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც რისკს შეუქმნის მის კარიერას კი არა, ყოველდღიურ ცხოვრებას. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს რას მიწოდებენ და როგორ შეაფასებენ, - სისხლისმსმელი, თვალების მთხრელი და ა.შ. მე ვბრაზობ მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ არ მაძლევენ საშუალებას ავხსნა, რომ მე არ მაქვს უფლება, თქვენგან განსხვავებით, რომ კომპრომისი დავუშვა. მე არ მაქვს უფლება არჩევანი გავიაზრო კიდეც - როდესაც ხდება შტურმი და შეტევა სახელმწიფო ინსტიტუტზე, რომ ერთი წამით მაინც დავუშვა სისუსტე პოლიტიკური რეპუტაციის გადარჩენის მიზნით , რომ არ დამიძახონ ის, რასაც მეძახიან, იქნებ რაღაც კომპრომისების ძებნა დავიწყო - არ დავიწყებ. ეს არის არა მარტო ჩემი, არამედ ყველა იმ პოლიციელის პასუხისმგებლობა რომელმაც ღირსეულად ჩაატარა ის ღამე. თუმცა, რა თქმა უნდა , იყო გადაცდომები და ესეც ჩვენი პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)