|
2019-07-11 21:32:57, 2285 ნახვა
კომენტარი
გახარია - სამწუხაროდ, გავრილოვს ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული არ ჰქონდა, თორემ ბევრ მიზეზს ვეძებდით
სერგეი გავრილოვს ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული არ ჰქონდა, სამწუხაროდ, თორემ მიზეზს ბევრს ვეძებდით, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში წამყვანის შეკითხვას, რატომ მოხდა დუმის დეპუტატის საქართველოში შემოშვება. როგორც გახარიამ აღნიშნა, თუ საპარლამენტო ოპოზიციას ემოციური დამოკიდებულება ჰქონდა ამ საკითხზე, 2-3 თვის განმავლობაში საკანონდებლო ცვლილებები უნდა განეხორციელებინათ, რითაც გავრილოვის ქვეყანაში შემოსვლა აიკრძალებოდა. „როდესაც საუბრობთ გავრილოვის შემოშვებაზე, უნდა იცოდეთ, რომ ამ დელეგაციაში იყო რამოდენიმე ადამიანი, რომლებსაც ოკუპაციის შესახებ კანონი ჰქონდათ დარღვეული, რომლებიც ჩვენ არ შემოვუშვით. გავრილოვს ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული არ ჰქონდა, სამწუხაროდ, თორემ მიზეზს ბევრს ვეძებდით. თუ ვინმეს, მათ შორის ოპოზიციას, ესეთი ემოციური დამოკიდებულება აქვს ამაზე, მათ შეეძლოთ 2-3 თვის განმავლობაში დაეინიცირებინათ საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში ოკუპაციის შესახებ კანონზე და ეთქვათ, ვინც ხმა მისცა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობას, ისინიც არ შემოუშვათ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)