|
2019-07-11 18:50:28, 1775 ნახვა
საზოგადოება
ერნესტო ჩე-გევარა, ტორტები საჩხერეში, Граф Монте Кристо - გახარიას მხარდასაჭერად ვებგვერდი შეიქმნა
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას მხარდამჭერი საიტი შეიქმნა. ვებგვერდის მისამართია - argadadge.ge. მისი სახელწოდებიდან გამომდინარე, ვხვდებით, რომ საიტის შემქმნელები ითხოვენ, რომ გიორგი გახარიამ თანამდებობა არ დატოვოს. საიტის მთავარ გვერდზე, მომხმარებელს ასეთი ტექსტი ხვდება: "მეგობრებო, მოქალაქეებს, რომლებსაც მიგვაჩნია რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მხოლოდ ზიანს მოუტანს ქვეყანას, გამოვხატოთ საკუთარი პოზიცია ხელმოწერით და ვანახოთ ჩვენი ხმა საზოგადოებას". გარდა ამისა, არის შექმნილი პეტიცია. პეტიციაზე ხელის მოწერა შეგიძლიათ ფეისბუქის საშუალებით. აღსანიშნავია, რომ პეტიციას ამ დროისთვის 5978 მოქალაქე აწერს ხელს. ვებგვერდზე მითითებულია ხელმომწერების სახელებიც, მათ შორის: უფაალო გაძლიერესაქართველო ამინ, შემოსავლიანი ინტერნეტ სერვისი, ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, ემ.ბი.ჯი ჯგუფი, ნამცხვრები ტორტები საჩხერეში, კოლხურ იბერიული ორდენი, ერნესტო ჩე-გევარა, Граф Монте Кристо, ყველაფერი საუკეთესო, კოლხი კაცი, იყიდება იყიდება, ქარ თველი, არმაზ ზევსის ძე გარდაბნელი და სხვა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)