|
2019-07-11 16:16:28, 1530 ნახვა
საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყობა
ჩუღურეთის რაიონში, გროზნოს ქუჩაზე, 3000 კვადრატულ მეტრზე, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცის მოეწყობის სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე საბავშვო ზონა, სპორტული მოედანი, გარე განათების სისტემა, საფეხმავლო და ველობილიკი მოეწყობა. გარდა ამისა, განთავსდება საბაღე სკამები, ტრიბუნები და საჩრდილობლები. ტერიტორია ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვება. პროექტის თანახმად, დასასვენებელი სივრცე უსაფრთხოების მოაჯირებით შემოიფარგლება და გამწვანდება. პროექტის დეტალები მოსახლეობას, დღეს, ჩუღურეთის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძე და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ გააცნეს. ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოებს შპს „არბა“ ასრულებს, პროექტის ღირებულება 503 330 ლარს შეადგენს და ის სექტემბრის ბოლოს დასრულდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)