10:48 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-11 10:45:49, 1173 ნახვა

საზოგადოება
„არ გვინდა გვყავდეს სისხლში გასვრილი ხელისუფლება“ - ბათუმში კონფერენცია აქციის ფონზე მიმდინარეობს

 „არ გვინდა გვყავდეს მოღალატე და სისხლში გასვრილი ხელისუფლება“ - ამ სახელწოდებით  საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ბათუმში, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციია იმართება.

აქციის ორგანიზატორებია  ანტისაოკუპაციო აქცია „სირცხვილია“.

დემონსტრანტებს ადგილობრივი აქტივისტებიც შეუერთდნენ.

„შეკრებილნი არიან ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობენ და თბილისიდანაც შემოვუერთდით, ვისაც გულმა გამოგვიწია იმისთვის, რომ დიპლომატებს მივაწოდოთ ჩვენი გზავნილი, რომ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც არ გვინდა, რომ გვყავდეს მოღალატე, მოძალადე და სისხლისმღვრელი ხელისუფლება, რომელმაც პირველად საქართველოს ისტორიაში ანტისაოკუპაციო აქცია დაარბია. ჩემი მესიჯია, რომ არასდროს დავნებდით ამ ბრძოლაში, აღარ დავუშვებთ, რომ საქართველოს ჰყავდეს თავის მოქალაქეების სისხლში გასვრილი შს მინისტრი“, - განაცხადა აქციის მონაწილემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics