23:52 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-10 13:25:52, 1395 ნახვა

პოლიტიკა
​კოსაჩოვი: რუსეთი საქართველოსთან ჰარმონიული ურთიერთობებისთვის მზად არის

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვი აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოსთან ჰარმონიული ურთიერთობებისთვის მზად არის, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. 

კოსაჩოვის თქმით, რუსეთს იმედი აქვს, რომ საქართველოს საზოგადოების ჯანსაღი ძალები „ზედაპირული ნაციონალიზმის“ უბედურებას გადალახავენ, რომელსაც მას თავს ახვევენ.

"ჩვენ მზად ვარ საქართველოსთან ჰარმონიული ურთიერთობისთვის, თუ რა თქმა უნდა ქართველ ხალხს ამის სურვილი ექნება. რუსეთში განიცდიან საქართველოში მიმდინარე ნეგატიური მოვლენებს. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები არ უნდა იყოს დამოკიდებული პოლიტიკურ კონიუნკტურაზე და არც საქართველოში ან მის გარეთ მყოფ პროვოკატორებზე. ბევრმა ქართველმა რუსეთის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა, მათ შორის ოლეგ ბასილაშვილმა და ზურაბ წერეთელმა", - განაცხადა კოსაცოვმა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics