|
2019-07-10 12:09:48, 852 ნახვა
საზოგადოება
მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა იწყება
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას იწყებს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პირველ ეტაპზე, განხორციელდება პროექტირება, რის შემდეგაც გზის მოწყობის სამუშაოები დაიწყება. „ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს - მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას. იცით, რომ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს. ეს გზა საკმაოდ დატვირთულია და გვინდა, რომ ლისიდან ჩამოსასვლელი კიდევ ერთი ახალი პროექტი განვახორციელოთ, რომელიც „ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდება. ამ პროექტს უახლოეს დღეებში ვიწყებთ. პირველ ეტაპზე, ორი კვირის განმავლობაში, პროექტირება განხორციელდება, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. მისი ღირებულება, დაახლოებით, 15 მილიონი ლარია“, - აღნიშნა თბილისის მერმა. მისივე თქმით, ახალი გზის მშენებლობას, დაახლოებით, შვიდი თვე დასჭირდება. „ჩვენ, რამდენიმე კვირის წინ, კიდევ ერთი წარმატებული პროექტი დავასრულეთ - დიღომში, ვაშლიჯვრიდან ჩამოსასვლელი ახალი პანდუსი, რომელმაც მოძრაობა საკმაოდ განტვირთა. ალბათ, დამეთანხმება ყველა ის ადამიანი, ვინც ამ კონკრეტული გზის მონაკვეთით სარგებლობს, რომ საათობით უწევდათ საცობში დგომა, განსაკუთრებით პიკის საათებში. ამ პატარა პროექტის განხორციელების შემდეგ, საცობები აღარ არის. რაც შეეხება მაჭავარიანი-გელოვანის ახალ გზას, ეს პროექტი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე უფრო მეტად განიტვირთოს მოძრაობა. ახალი გზის მშენებლობას, დაახლოებით, შვიდი თვე დასჭირდება. მომდევნო დღეებში ადგილზე მივალთ და სამუშაოებს დავათვალიერებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის მიხედვით, მოეწყობა ოთხზოლიანი ბეტონის საავტომობილო გზა, საყრდენი კედლები და წყალამრიდები, ასევე, გარე განათების, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ქსელი.
(NS)
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)