17:07 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-09 19:11:55, 1653 ნახვა

კომენტარი
ბაქრაძე პუტინზე: სანქციების არ შემოღებაც ზეწოლის მექანიზმია

სანქციების შემოღებით მუქარა და შემდეგ არ შემოღებაც ზეწოლისა და პროპაგანდის მექანიზმია, - ასე აფასებს პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს სანქციებს არ დაუწესებს.

ბაქრაძის თქმით, საქართველოს ეკონომიკა არ უნდა იყოს იმაზე დამოკიდებული, თუ რა ხასიათზე გაიღვიძებს რუსეთის პრეზიდენტი.

„ძალიან სამწუხაროა, რომ პუტინის შეფასება შექმნილი ვითარების აღმოჩნდა უფრო ადეკვატური, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტის და მთლიანად საქართველოს ხელისუფლების. რაც შეეხება სანქციებს, სანქციების არ შემოღება ცალსახად კარგია, მაგრამ მთელი ეს პროცესი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ რუსეთი ვერასოდეს იქნება საქართველოს სანდო პარტნიორი. მთელი ეს პროცესი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ რუსეთი ყოველთვის გამოიყენებს ზეწოლის მექანიზმებს, სანქციების შემოღება არის ზეწოლის მექანიზმი, შემოღებით მუქარა და შემდეგ არ შემოღება ასევე არის ზეწოლისა და პროპაგანდის მექანიზმი. ამიტომ საქართველოს მომავალი უსაფრთხოება, ჩვენი ეკონომიკური განვითარება გადის არა იმაზე, როგორ ხასიათზე გაიღვიძებს პრეზიდენტი პუტინი და რომელი საშუალების გამოიყენებას გადაწყვეტს ის საქართველოს ეკონომიკაზე ზეწოლისთვის, ჩვენი დაცული და უსაფრთხო მომავალი გადის ევროპის ბაზარზე, ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ნატოსგან უსაფრთხოების გარანტიების მიღებაზე“, - აცხადებს დავით ბაქრაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics