09:32 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-09 12:21:18, 1284 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა ხორბლის იმპორტიორი მსხვილი ყაზახური კორპორაციის წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ყაზახეთის ხორბლის ექსპორტიორი მსხვილი სახელმწიფო კორპორაციის „პროდკორპორაციის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეს რინატ აკბერდინსა და მმართველ დირექტორს ნურბეკ დაიბეკოვს  შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოში ყაზახეთიდან ხორბლის იმპორტის განხორციელების საკითხი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყახაზეთში ვიზიტისას მიღწეული შეთანხმებიდან გამომდინარე, საქართველოში მსხვილი ყაზახური კორპორაციების სამუშაო ჯგუფის ვიზიტი მიმდინარეობს, რომლის დროსაც დაგეგმილია შეხვედრები როგორც სამთავრობო უწყებებთან, ასევე მოლაპარაკებების გამართვა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ყახაზეთიდან ხორბლის იმპორტის ზრდა საქართველოს ბაზარზე  მოგვცემს შესაძლებლობას, გავზარდოთ ხორბლის მარაგები.

ნათია თურნავას განცხადებით, ყაზახეთიდან სამუშაო ჯგუფების ვიზიტი ხორციელდება ყაზახეთის ინფრასტრუქტურული განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ერთობლივი დავალების ფარგლებში. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები ყაზახეთთან წარმატებით დასრულდება და უკვე წელს ყაზახეთიდან ხორბალი კონკურენტულ ფასად შემოვიდეს.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს ხორბლის იმპორტიორთა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics