|
2019-07-09 12:14:23, 1041 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
დღეს, 9 ივლისს, საქართველოს ორმხირვი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტომაშპეტრშიჩეკი ეწვევა. 10 ივლისს, ჩეხი დიპლომატი საგარეო უწყებაში შეხვედრას გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან, რის შემდეგაც გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინსიტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია. შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერება „საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმებას, ასევე "საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე" ოქმს. ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან. ტომაშ პეტრშიჩეკი ასევე მოინახულებს საოკუპაციო ხაზს, სოფელ ხურვალეთს. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ასევე მონაწილეობას მიიღებს 11-12 ივლისს, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში - „ღირებული პარტნიორობის 10 წელი - განვლილი გზა და პერსპექტივები". აღსანიშნავია, რომ საქართველოში, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ლიდერ ქვეყანაში საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" შედეგებსა და მომავალზე სამსჯელოდ ასევე ჩამოვლენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ქრისტოს სტილიანიდესი, ასევე ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების 8 საგარეო საქმეთა მინისტრი, მათ შორის: აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატორი ქვეყნების - პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები - იაცეკ ჩაპუტოვიჩი და მარგოტ ვალსტრომი, ბულგარეთის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ეკატერინა ზაჰარიევა, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი, სერბეთის ევროინტეგრაციის მინისტრი იადრანკა იოქსიმოვიში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როტი, მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სახელმწიფო მდივანი დანიელა მორარი, ალბანეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, გერმანიის, რუმინეთის, შვედეთის სამეფოს პარლამენტის ვიცე-სპიკერები.
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)