09:07 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-08 19:49:06, 1125 ნახვა

საზოგადოება
„გახარიამ მშვიდობიანი მოქალაქეები შეგვატოვა მოძალადე ჯგუფებს“ - „ღირსების მარში“ შსს-სთან გაიმართა

 „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი ღონისძიება „ღირსების მარში“ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მაინც გაიმართა.

„ღირსების მარშის“ ჩატარება დღეს დილით იყო დაანონსებული, თუმცა შსს-ს შენობასთან ძალადობრივი ჯგუფები შეიკრიბნენ და „პრაიდის“ წევრებს მარშის გადადება მოუწიათ.

„მოძალადე გახარიამ მშვიდობიანი მოქალაქეები შეგვატოვა მოძალადე  ჯგუფებს. მოძალადე გახარიამ ჩვენ გვითხრა, რომ არ უზრუნველჰყოფდა „ღირსების მარშის“ მონაწილეების ტრანსპორტირებას პროვოკაციაზე და ასევე არ მოიყვანდა პოლიციელებს ჩვენს დასაცავად. მოძალადე გახარიამ კიდევ ერთხელ დავტოვა ამ მოძალადეებთან, მაშინ, როდესაც ეს მოძალადე ჯგუფები თავისუფლად დადიან თბილისის ჯგუფებში.  სად არის ის შედეგები, რომლიც ვასაძის გამონათქვამებზე დაიწყო?! რატომ არის ვასაძე ჯერ კიდევ თავისუფალი და რატომ ატერორებს ქვეყნის თავისუფალ და მშვიდობიან მოქალაქეებს?!  გახარია არ მოვიდა ჩვენთან, მაგრამ ჩვენ მოვედით მასთან და ვეუბნებით მას, რომ ის უნდა გადადგეს, გახარია წადი!“, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.  





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics