09:33 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-07 16:13:49, 2067 ნახვა

ეკონომიკა
რუსული ტურისტული ემბარგოს გამო, ეკონომიკას 2019 წელს 2 მილიარდ ლარამდე შემოსავალი დააკლდება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შეფასებით, რუსული ტურისტული ემბარგოს გამო, საქართველოს ეკონომიკას 2019 წელს 2 მილიარდ ლარამდე შემოსავალი დააკლდება.

მარიამ ქვრივიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სანქციების გამო მიმდინარე წლის ბოლომდე ქვეყანაში ვეღარ შემოვა 1 მილიონი რუსი ტურისტი.

"„2019 წლის ბოლომდე, ჩვენ გვქონდა გათვლა, რომ საქართველოში შემოვიდოდა მილიონ 700 ათასი რუსეთის მოქალაქე ტურისტული მიზნით. 2019 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, უკვე შემოვიდა 700 ათასამდე რუსეთის მოქალაქე, შესაბამისად, დღეს ჩვენ გვაქვს გამოწვევა, მილიონ ტურისტზეა საუბარი, რომელიც ეკონომიკურად გადაითარგმნება როგორც ორი მილიარდი ლარის დანაკლისი. პროპაგანდა, რომელიც ხაზს უსვამს იმ მიმართულებას, რომ საქართველო ვითომ არ არის უსაფრთხო მიმართულება და შესაბამისად, მიმდინარეობს აღნიშნული მიმართულებით, ადგილობრივად ძალიან მასშტაბური პროპაგანდა, ჩვენი ძირითადი უმნიშვნელოვანესი ამომავალი წერტილი არის ის, რომ ერთობლივად, მთელს მსოფლიოს დავანახოთ, რომ საქართველო იყო, არის და იქნება უსაფრთხო მიმართულება. - აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics