18:24 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-06 18:30:25, 1605 ნახვა

კომენტარი
გენადი ონიშჩენკო: საქართველოში ძეგლი უნდა დამიდგათ, რადგან თქვენი მეღვინეობის კულტურა შევინარჩუნე

„თუ ვხედავთ არამეგობრულ ქმედებებს სხვა ქვეყნისგან, ჩვენს მთავრობას შეუძლია ხარისხისგან დამოუკიდებლად აკრძალოს პროდუქციის იმპორტი“, - ამის შესახებ „როსპოტრებნადზორის“ ყოფილმა უფროსმა, დუმის დეპუტატმა და ეუთო-ში რუსული დელეგაციის წევრმა გენადი ონიშჩენკომ, რუსეთში ქართულ ალკოჰოლურ ნაწარმზე კონტროლის გაძლიერებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოში ძეგლი უნდა დაუდგან, რადგან „ქართული მეღვინეობის ეროვნული კულტურა შეინარჩუნა“.

„თქვენ მე საქართველოში ძეგლი უნდა დამიდგათ, რადგან მე შევინარჩუნე თქვენი მეღვინეობის ეროვნული კულტურა. რაც შეეხება, ახლანდელ სიტუაციას, ამჟამინდელი მონაცემები არ მიუთითებს იმაზე, რომ უნდა ავკრძალოთ, მაგრამ რუსეთში მივიღეთ კანონი, რომელიც არ ეხება პროდუქციის უსაფრთხოებას, არამედ თუ ჩვენ ვხედავთ არამეგობრულ ქმედებებს სხვა ქვეყნისგან, ჩვენს მთავრობას შეუძლია ხარისხისგან დამოუკიდებლად, აკრძალოს იმპორტი“, - განაცხადა ონიშჩენკომ.

რაც შეეხება დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის თბილისში ვიზიტსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, ონიშჩენკომ განაცხადა, რომ ქართულმა ოპოზიციამ პროვოკაცია მოაწყო.

„თქვენ მოიწვიეთ ქრისტიანული ქვეყნების ასამბლეა საქართველოში და დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდით, რომ ეს შეხვედრა საქართველოში ჩატარებულიყო. თქვენმა ოპოზიციამ აბსოლუტურად ბოროტი განზრახვით მოაწყო პროვოკაცია. იქ არ იყო ხალხი, იქ იყვნენ მოსყიდული მებრძოლები და ეს აქცია იყო მთლიანად პროვოცირებული. ამიტომ რუსეთს ჯერ არ მიუღია, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მიიღებს არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა გენადი ონიშჩენკომ "რუსთავი 2"-თან საუბრისას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics