|
2019-07-06 15:50:19, 2257 ნახვა
კომენტარი
რუსი დეპუტატი: დაიმახსოვრეთ, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში არასდროს დაბრუნდება
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილის, პეტრე ტოლსტოის განცხადებით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში არარასდროს იქნება. როგორც ტოლსტოიმ "კურიერთან" ინტერვიუში განაცხადა, რუსეთს საქართველოს ოკუპაცია არ მოუხდენია. „რუსეთს არ მოუხდენია თქვენი ტერიტორიების ოკუპაცია, როდესაც თქვენი ე.წ. პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთი მტერი და ოკუპანტია, ამის შემდეგ, როგორ წარმოგიდგენიათ ნორმალურ ურთიერთობაზე საუბარი. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არასდროს დაბრუნდება საქართველოს შემადგენლობაში, ეს კარგად დაიმახსოვრეთ. ისინი აღარასდროს გახდებიან თქვენი ტერიტორიები, რუსეთი მხარს დაუჭერს მათ დამოუკიდებლობას. გადაეცით ეს ყველას, ვინც ახლა თბილისის ქუჩებში ანტირუსული ლოზუნგებით დარბის, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არასდროს დაბრუნდება საქართველოს შემადგენლობაში, ეს არასდროს მოხდება“, - განაცხადა პეტრე ტოლსტოიმ.
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)