|
2019-07-06 15:44:41, 1411 ნახვა
კომენტარი
დავითაშვილი: ჯერჯერობით სახეზე არ გვაქვს ემბარგო და იმედია, პროგრესი შენარჩუნებული იქნება
„ჯერჯერობით სახეზე არ გვაქვს ემბარგო და დიდი იმედი მაქვს პროგრესი შენარჩუნებული იქნება“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრტმა ლევან დავითაშვილმა, კახეთში, ბიზნესსექტორისა და ადგილორბივი ფერმერების შეხვედრაზე განაცხადა. ლევან დავითაშვილის განმარტებით, რუსეთთან არსებული სავაჭრო უერთიერთობები წლების განმავლობაში ორივე ქვეყნის მიერ გაწეული სამუშაოს შედეგია და ამ მიმართულებით ხელისუფლება პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელებას აპირებს. „ჩვენმა ხელისუფლებამ წლებია დაამტკიცა, რომ პრაგმატული პოლიტიკის წარმოება შესაძლებელია. ტერიტორიული მთლიანობა არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. იმედია, რომ პროცესები იქნება გამიჯნული პოლიტიკისგან. ჯერერობით სახეზე არ გვაქვს ემბარგო და დიდი იმედი მაქვს პროგრესი შენარჩუნებული იქნება. იმიტომ, რომ ეს რამდენიმე წლიანი, ორივე ქვეყნის მიერ წარმოებული სამუშაო პროცესის შედეგია. დაუშვებელია ეს ერთი ხელის მოსმით გაჩერდეს. პროცესი იყო საკმაოდ ხანგრძლივი და ჩვენ ამ პროცესში მივაღწიეთ საკმაო შედეგს სავაჭრო ურთიერთობის თვალსაზრისით. ვიმედოვნებ, რომ დიალოგის ფორმატში შევძლებთ თავიდან ავიცილოთ ემბარგო, რადგან ეს იყო ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილის მოთხოვნა. რეგიონებში ჩვენ გვყავს ბევრი ადამიანი, რომელთა უკან დგას როგორც დასაქმებული, ასევე ბევრი პარტნიორი მომწოდებელი ფერმერი, გლეხი რომლის შემოსავალიც დამოკიდებულია ამ სავაჭრო ურთიერთობებზე, ცალკე სასაუბრო თემაა დივერსიფიკაცია და ა.შ. დღეს კონკრეტულ საკითხებზე როცა ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ის სავაჭრო ურთიერთობები, რომლებიც გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან. მათ შორის აგროსასურსათო თუ ტურიზმის სფეროში. ჯერჯერობით ემბარგო არ გვაქვს, არც გამკაცრებული კონტროლის რეჟიმი ქართული ღვინის მიმართ, მაგრამ მე ვფიქრობ რომ სიტუაცია სტაბილური გახდება და პროგრესი შენარჩუნებული იქნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
(NS)
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)