2019-07-04 14:55:32, 708 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერმა ენერგოომბუდუსმენთან საქმიანი შეხვედრა გამართა
ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი და მისი რეგიონული წარმომადგენელი ბექა სიორდია შუახევში იმყოფებოდნენ.
შუახევის საზოგადოებრივ ცენტრში სტუმრებმა შუახევის მერთან ფრიდონ ფუტკარაძესთან და მერის მოადგილე ომარ ტაკიძესთან საქმიანი შეხვედრა გამართეს.
ისაუბრეს ენერგოომბუდსმენისა და მისი სამსახურის ფუნქციებზე და მუნიციპალიტეტში ელექტროენერგეტიკის მიმართულებით არსებული პრობლემები განიხილეს.
აგრეთვე, დაიგეგმა შეხვედრა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან, რომლებიც გაავრცელებენ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი დამცველის უფლებამოსილებისა და მისი საქმიანობის შესახებ, გაითვალისწინებენ მათ რჩევებსა და რეკომენდაციებს.
(NS)
ავტორი: ექსპრესნიუსი,