18:21 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-04 12:51:21, 1593 ნახვა

კომენტარი
ცქიტიშვილი: გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობა ახლა სწორედ იმაში გამოიხატება, რომ ის თანამდებობაზე რჩება

„ვერ დავეთანხმები ოპონენტებს, რომლებიც ჯოხის გადატეხვად აფასებენ კონკრეტულად ამ საკადრო გადაწყვეტილებას,  ეს გადაწყვეტილება იმისთვისაა მიღებული, რომ გამოძიების სრულ ობიექტურობას შევუწყოთ ხელი.“, - ასე შეაფასა  ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, გიორგი ყაყიჩაშვილისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი. 

მაია ცქიტიშვილი კიდევ ერთხელ აზუსტებს, რომ შს მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

„ვერ დავეთანხმები ოპონენტებს, რომლებიც ჯოხის გადატეხვად აფასებენ კონკრეტულად ამ საკადრო გადაწყვეტილებას. ამ შემთხვევაშიც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, როგორც მე ვიხილე იგივე მედიაში, უფლებამოსილების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით. შემდგომში იცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება ცალკეული პოლიციელების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებასთან დაკავშირებით, სწორედ ამ პროცესში იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, რათა გამოძიების სრულ ობიექტურობას შევუწყოთ ხელი. გარდა ამისა, გამოძიება აჩვენებს შემდგომში თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა. მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი ამ ეტაპზე არანაირი სახით არ დგას. მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ახლა სწორედ იმაში გამოიხატება, რომ ის რჩება თავის თანამდებობაზე, ახორციელებს ყველა იმ ქმედებას, რომელიც არის საჭირო იმისთვის, რომ შსს-ს სისტემა მუშაობდეს სრულიად გამართულად. რაც შეეხება, ზოგადად პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, როგორც მინისტრის პასუხისმგებლობას, პირადად მისი პოზიციაც იყო, რომ მისი პასუხისმგებლობის საკითხიც ასევე განისაზღვრება გამოძიების შედეგების შესაბამისად“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics