2019-07-04 11:36:39, 964 ნახვა
საზოგადოება
საზღვარგარეთ, აქციაზე დაშავებული 6 პირი მკურნალობს, 3 დაშავებული კი დღეს გაემგზავრება
20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე, აქციის დარბევის დროს დაშავებული მოქალაქეებიდან 6 მკურნალობას განაგრძობს, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.
უწყების ცნობით, რეაბილიტაციისთვის ისრაელში ორი, ხოლო თურქეთში ერთი მოქალაქე მიემგზავრება.
"თურქეთში სამედიცინო მომსახურებისთვის ორი სამართალდამცველი იმყოფება. ორი მოქალაქე განაგრძობს მკურნალობას გერმანიაში, ხოლო კიდევ ორი მოქალაქე რჩება ისრაელში. ყოველი მათგანის სამედიცინო მომსახურების ფინანსებს ფონდი „ქართუ“ ფარავს", - აცხადებენ ჯანდაცვის სამონისტროში.
ცნობისთვის, აქციის დარბევის დროს სულ 240 ადამიანი დაშავდა, აქედან 80 სამართალდამცველია.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან