2019-07-03 15:18:24, 2153 ნახვა
საზოგადოება
დიღმელაშვილი: ირაკლი ჩარკვიანი ხალხს ეკუთვნის და არავის აქვს უფლება, მეუღლის ჩათვლით, მიისაკუთროს
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის - „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, შოთა დიღმელაშვილი მუსიკოს ქეთათო ჩარკვიანს პასუხობს.
მისი განმარტებით, ირაკლი ჩარკვიანი ხალხს ეკუთვნის და არავის აქვს უფლება,მეუღლის ჩათვლით, მიისაკუთროს.
„ზუსტად. ირაკლი ჩარკვიანი ხალხს ეკუთვნის და არავის აქვს უფლება - მეუღლის ჩათვლით - რომ იგი მიისაკუთროს. თუმცა ოკ, თუ არ უნდა ქეთათოს, არ გავუშვებთ. ის კი ზუსტად ვიცი, რომ ირაკლი ჩარკვიანს სამოქალაქო პროტესტის ხმად ყოფნა უფრო გაუხარდებოდა, ვიდრე თაროზე შემოდება“, - წერს დიღმელაშვილი.
ქეთათომ საპროტესტო აქციის მონაწილეები ირაკლი ჩარკვიანის სიმღერების გამოყენების გამო გააკრიტიკა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან