04:34 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-03 13:46:32, 1470 ნახვა

საზოგადოება
მაქარაშვილი - აქციები გაგრძელდება, შაბათობით ჩატარდება მარში, მივალთ ყველგან, სადაც გახარია იქნება

აქციის მონაწილეები ყველა იმ ადგილზე მისვლას იწყებენ, სადაც გიორგი გახარია და მთავრობის სხვა წევრები მივლენ, -ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის „სირცხვილია“-ს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა განუცხადა.

მაქარაშვილის განმარტებით, ხვალ, პარლამენტის წინ კონცერტი ჩატარდება, სადაც მონაწილეობას აქციის მხარდამჭერი მომღერლები მიიღებენ.

„აქციები ჩვეულებრივად, სტანდარტულად გაგრძელდება , როგორც წინა დღეებში იყო. რუსთაველის გამზირზე, 19:00 საათზე დავიწყებთ შეკრებას. ხვალ დიდი კონცერტი ჩატარდება ყველა იმ არტისტის მონაწილეობით, ვინც აქამდე მხარს გვიჭერდა  და არიან ისეთებიც, ვინც ხვალ პირველად გამოვლენ.  ასევე, სიახლე იქნება ის, რომ გარკვეული ჯგუფები შეიკრიბებიან იქ, სადაც მივლენ გახარია და მთავრობის სხვა წევრები.  შაბათს ისევ მასშტაბურ მარშს ვგეგმავთ.  აქციები გაგრძელდება ყოველდღიურ რეჟიმში, უბრალოდ შეიძლება ფორმატს გადაეხედოს“, - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მეთოთხმეტე დღეა მიმდინარეობს. დემონსტრანტები შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics