17:34 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-03 17:48:04, 341 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი გია გორელაშვილს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გია გორელაშვილს შეხვდა.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი ავრცელებს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ თინა ხიდაშელმა სოციალურ ქსელში თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. 

"ამჯერად, უკვე როგორც თავდაცვის მინსტრმა მინდა მივმართო ყველას, ვისაც შესაძლოა რაიმე მტკიცებულება, მამხილებელი მასალები, ინფორმაცია, დოკუმენტები გააჩნდეს წარსულში, თავდაცვის სამინისტროში ამ ან სხვა მსგავსი დანაშაულების შესახებ. თავდაცვის სამინისტროში, ისევე როგორც არც ერთ სახელმწიფო დაწესებულებაში არ არის ადგილი არც ერთ ადამიანის ვინც შესაძლოა ორგანიზატორი, თანამონაწილე ან შემსრულებელი ყოფილიყო ადამიანების წამებისა და მკვლელობის უმძიმეს დანაშაულებში. სახელმწიფოს პასუხი ასეთ შემთხვევბში სრულიად ცალსახა უნდა იყოს და ამ ადამიანებმა, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი.

ამასთანავე, ჩემთვის როგორც თავდაცვის მინისტრისთვის სრულიად მიუღებელია ნებისმიერ დაუსაბუთებელი ბრალდება რომელიც ამ დაწესებულების დისკრედიტაციას ახდენს და სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს მისი როგორც უწყების, ასევე ყოველი თანამშრომლის, ოფიცრის ღისების დასაცავად.

შესაბამისად, მინდა მივმართო ნებისმიერ ადამიანს ვინც ფიქრობს რომ აქვს კონკრეტული მტკიცებულებები, უტყუარი ინფორმაცია წარსულში ჩადენილი რომელიმე დანაშაულის შესახებ მოგვაწოდონ სამინისტროში.

პირადად ჩემთვის, როგორც თავდაცვის მინისტრისათვის ამაზე უფრო მნიშვნელოვანი არაფერია ვიდრე ვიდქეთ უწყების ღირსების სადარაჯოზე და შესაბამისად, უმწიკვლოდ ვემსახუროთ საქართველოს. სწორედ ამიტომ მზად ვარ ხვალიდან შევხვდე ნებისმიერ ადამიანს ვინც კიდევ ერთხელ ვაცხადებ ფლობს მტკიცებულებებს, უტყუარ ინფორმაციას და დაგვეხმარება მსგავსი ტიპის მძიმე საქმეებზე პასუხის გაცემაში", - აცხადებს თინა ხიდაშელი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics