18:41 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-03 12:01:25, 1135 ნახვა

პოლიტიკა
დოლიძე - იუსტიციის საბჭოს მიერ შედგენილი მოსამართლეობის სია „კლანის“ არსებობას ადასტურებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შედგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სია სასამართლოს შიგნით „კლანის“ არსებობას ადასტურებს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განცხადებით, იუსტიციის საბჭოს წევრთა უმრავლესობამ „გავრილოვის ღამეს“ იხელთა მომენტი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების კონკურსანტთა სია შეავიწროვა.

ეს 50-კაციანი დავიწყებული სია კვლავაც მეტყველებს იმაზე, რომ იუსტიციის საბჭოში მოქმედებს კლანი, არ მოქმედებენ დამოუკიდებლად. კიდევ ერთი მიზეზია, რომ გავრილოვის ღამეს მიღებული სია, როდესაც მთელის საქართველო იდგა პარლამენტთან არ განიხილოს საქართველოს პარლამენტმა“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137- კაციანი სიიდან უკვე შეადგინა ე.წ. გრძელი სია, რომელიც 50 კანდიდატისგან შედგება. რომელთანაც გასაუბრების პროცესს ჩანიშნავს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის ფარული კენჭისყრის შედეგად 50 კანდიდატიდან 20 შეირჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან  განსახილველად 20-კაციანი სია პარლამენტს გადაეგზავნება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics