|
2019-07-03 11:43:14, 986 ნახვა
საზოგადოება
Amnesty International - საოკუპაციო ძალები ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით, თვეში საშუალოდ 10 ადამიანს აკავებენ
საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty International-ი ანგარიშის „მავრთულხლართებს მიღმა - „ბორდერიზაციით“ გამოწვეული ადამიანის უფლებათა დარღვევები საქართველოში“ მიხედვით, სამოქალაქო პირების ადმიისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე დაკავება ხშირია. მათივე ცნობით, განსაკუთრებით გაზაფხულზე და ზაფხულში, როცა ადგილობრივებს პირუტყვი საძოვრებზე გაჰყავთ. მიწას ამუშავებენ ან შეშას იმარაგებენ. ამასთან, საერთაშორისო ამნისტიისთვის EUMM-ისა და ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის მიმართულებით „საზღვრის უკანოონოდ გადაკვეთის“ ბრალდებით თვეში საშუალოდ 10 ადამიანს აკავებენ. ქვემოთ მოცემული ცხრილი ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაკვეთისთვის საქართველოს ხელისუფლების მიერ რეგისტრირებულ დაკავებებს ასახავს. ეს მონაცემები მხოლოდ იმ შემთხვევებს მოიცავს, როდესაც მოქალაქე თბილისის მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან გადადის; საქართველოს ხელისუფლება სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის მხრიდან მომავალი მოქალაქეების დაკავების თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს. 2008 წელი: სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონი -7; აფხაზეთი -13. 2009 წელი: სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონი -79; აფხაზეთი -91. 2010 წელი: სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონი -77; აფხაზეთი -114. 2011წელი: სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონი - 140; აფხაზეთი - 84. 2012 წელი: სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონი -108; აფხაზეთი -192. 2013 წელი: სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონი - 139; აფხაზეთი - 393. 2014 წელი: სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონი -142; აფხაზეთი - 375. 2015 წელი: სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონი -163; აფხაზეთი -336. 2016 წელი: სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონი - 134; აფხაზეთი -193. 2017 წელი: სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონი -126; აფხაზეთი -52. 2018 წელი: სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონი -100; აფხაზეთი - 28. ანგარიში არის Amnesty International-ის ერთწლიანი კვლევის შედეგი. მავთულხლართებს მიღმა: „ბორდერიზაციით" გამოწვეული ადამიანის უფლებათა დარღვევები საქართველოში ააშკარავებს რუსული სამხედრო შენაერთებისა და ძალოვანების მიერ განხორციელებული „ბორდერიზაციის“ გამანადგურებელ გავლენას ადამიანის უფლებებზე საქართველოში. ანგარიში შეეხება გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის, უკანონო დაკავებების, არასათანადო მოპყრობის, ცხოვრების სათანადო დონის გაუარესების, ოჯახური ცხოვრების უფლებისა და რელიგიის თავისუფლების დარღვევის საკითხებს. ანგარიშში შემუშავებულია რეკომენდაციები რუსეთის ფედერაციის, აფხაზეთისა და ცხინვალის დე ფაქტო მთავრობების, საერთაშორისო თანამეგობრობისა და საქართველოს ხელისუფლების მისამართით.
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)