18:40 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-02 20:16:54, 1447 ნახვა

პოლიტიკა
რუსი დეპუტატი საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას ითხოვს

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ ჯაბაროვი საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას ითხოვსб - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. 

როგორც ჯაბაროვმა განმარტა, სანქციები უპირველეს ყოვლისა ქართული ღვინის იმპორტს უნდა შეეხოს.

"საქართველო არ არის პატარა ბავშვი, რომელმაც რაღაც დააშავა, არაფერი ესმის და ახლა უნდა აპატიო. თითქოს უკვე 30 წელია დამოუკიდებელი სახელმწიფოა და თავისი ქმედებებისთვის პასუხი უნდა აგოს. მიაჩნია, რომ ზომები უნდა მივიღოთ სანქციების სახით. საერთოდ არ მომწონს, როდესაც ამბობენ, რომ ქართული ღვინის ხარისხი გაუარესდა. რატომ ამბობენ ამას? ყველას ეცინება, როდესაც მსგავს განცხადებებს კითხულობენ. უმჯობესი იქნება, ვთქვათ, რომ ეს ქვეყანა რუსეთთან მიმართებაში არამეგობრულად მოიქცა და ამ ეტაპზე მასთან სავაჭო ურთიერთობებით დაინტერესებული არ ვართ. არ გვინდა, რომ ჩვენს ქვეყანაზე გამდიდრდეთ. თუ რუსეთთს აგრესორად მიიჩნევთ, მაშინ ნება იბოძეთ და თქვენი რვინო ან სხვა პროდუქცია სხვა ქვეყნებს მიჰყიდეთ", - განაცხადა მან. 

ჯაბაროვის თქმით, საქართველომ რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭების გამო, შექმნილი პრობლემები უნდა შეიგრძნოს.. 

"თუ ქვეყანა ვერ იგრძნობს, რომ ამ ურთიერთობის გაფუჭებით, მას დიდი ზარალი მიადგა, ისინი მომავალშიც ანალოგიურად მოიქცევიან. ქართული ღვინის ბაზარი რუსეთში მიზერულია. ჩვენი ბაზარი სავსეა იტალიური და ფრანგული ღვინით, აგრეთვე გაჩნდა რუსული ღვინოც, რომელიც საკაოდ კარგია", - აღნიშნა ჯაბაროვმა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics