18:41 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-02 16:34:34, 1352 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - ის ხალხი ატარებს აქციებს, ვისაც გახარიამ პარლამენტში შეჭრის საშუალება არ მისცა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისა და ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე აქციებს ის ადამანები უძღვებიან, ვისაც შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში შემოჭრის საშუალება არ მისცა.

მისი შეფასებით, დემონსტრანტები გახარიას გადადგომას მხოლოდ იმიტომ ითხოვენ, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის აღკვეთის რესურსი გააჩნია.

„ჩვენ დავუკვირდეთ, ვინ ატარებს აქციებს. სწორედ ის ხალხი, ვისაც არ მისცა პარლამენტში შემოჭრის საშუალება  გახარიამ. დავესესხოთ ჰოლანდიის ელჩს, რომელიც გულისხმობს საკმაოდ სიღრმისეული გამოძიების, შეფასების, ანალიზის ჩატარებას და ამის მიღებას გადაწყვეტილების, რასაც თვითონ გახარიაც უსვამს ხაზს. ეს ერთი, მაგრამ მთავარი მაინც ის თემაა, რასაც ჰქვია ოპერაცია - „გახარია“, რომელიც უნდა წავიდეს მხოლოდ იმიტომ, რომ რესურსი გააჩნია, არ დაუშვას სახელმწიფოს საწინააღმდეგო საქმიანობა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics