18:40 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-02 11:07:46, 1249 ნახვა

პოლიტიკა
კონსტანტინიდი: საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროსაბჭოში რუსეთის მიმართ პრინციპული პოზიცია დააფიქსირა

საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროსაბჭოში რუსეთისთვის სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით პრინციპული პოზიცია  ჯერ კიდევ 17 მაისს დააფიქსირა - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა  ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.

კონსტანტინიდმა ამით იმ ბრალდებებს უპასუხა, რომელიც ევროსაბჭოში რუსეთისთვის ხმის დაბრუნების უფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობას ეხება.

„ქართულ მხარეს ამაზე პრინციპული პოზიცია ჰქონდა დაფიქსირებული. კერძოდ; ჯერ კიდევ 17 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვიდა სპეციალური განცხადებით და დააფიქსირა თავისი მკაფიო პოზიცია რუსეთის დელეგაციისთვის სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით. ეს პოზიციები, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან და გამოხატავს ქართული მხარის პოზიციას. უაღრესად მნიშვნელოვანია გავითავლისწინოთ ის, რომ ევროპის საბჭო და ზოგადად ეს ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა ჩვენთვის“, - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში შეჩერებული ხმის მიცემის უფლება აღუდგინეს. რუსეთს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უფლებამოსილება 2014 წელს ყირიმის ანექსიისა და უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო შეუჩერდა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics