02:56 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-01 13:17:07, 1005 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში სუმოს ევროპის საერთაშორისო ღია ტურნირი KOKKAI OPEN CUP 2019 გაიმართება

6 ივლისს ბათუმში, ახალ სპორტის სასახლეში, საქართველოს სუმოს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და ევროპის საერთაშორისო სუმოს ფედერაციის ეგიდით,  სუმოს ევროპის საერთაშორისო ღია ტურნირი KOKKAI OPEN CUP 2019 გაიმართება. 

აღნიშნულ ტურნირზე მოწვეულია ყველა ის ქვეყანა, რომელსაც აქვს სუმოს აქტიური  ფედერაცია.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ  პოლონეთის, უნგრეთის, უკრაინის, რუსეთის, აზერბაიჯანის, ინდოეთისა და იტალიის სუმოს ფედერაციები, ასევე ქართველი სპორტსმენები.

განსაკუთრებულად აღსანიშნავი და მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საერთაშორისო სუმოს ფედერაციისგან გვაქვს შემოთავაზება, მომავალ წელს, საქართველო ჩაჯდეს სარეიტინგო სიაში, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ყოველ წელს, ევროპის მასშტაბით, ყველა აქტიური სპორტსმენი ჩამოვა საქართველოს სარეიტინგო ტურნირზე, ხოლო 2021 წელს დაგეგმილი სუმოს ევროპის ჩემპიონატი, დიდი ალბათობით, ჩატარდება საქართველოში.

საქართველოს სუმოს ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ცაგურია ევროპიდან პირველი სუმოისტია, რომელმაც იაპონიაში 12 წელი იასპარეზა და სუმოს ელიტაში ღირსეული ადგილი დაიკავა. მას მთელი იაპონია და ევროპა საასპარეზო სახელით KOKKAI - თი იცნობს, რაც თავის მხრივ ითარგმნება, როგორც შავი ზღვა. სწორედ ამიტომ სიმბოლურია, რომ ტურნირი იმართება ბათუმში, რა კიდევ უფრო ამაღლებს ჩვენი ქვეყნის ცნობადობას და ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას.

6 ივლისს ტურნირი დილის 10:00 საათზე დაიწყება და საღამოს 19:00 საათამდე გასტანს.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics