16:49 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-01 11:32:01, 1185 ნახვა

პოლიტიკა
იზორია: უფლებამოსილებების გადამეტებას ადგილი ჰქონდა - რა გახდა ამის მიზეზი, გამოძიების პრეროგატივაა

ყოველთვის აღვნიშნავთ, რომ ცალკეულ შემთხვევებში უფლებამოსილებების გადამეტებას ადგილი ჰქონდა და რა გახდა ამის მიზეზი, ეს გამოძიების პრეროგატივაა, - ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია 20-21 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის დროს განვითარებულ მოვლენებს.

კითხვაზე, უნდა ყოფილიყო თუ არა აქციაზე გამოყენებული ის ტყვიები, რომლებიც სიცოცხლისთვის საშიშია, იზორიამ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებდა კანონის ფარგლებში, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში უფლებამოსილების გადამეტებას ჰქონდა ადგილი.

„ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთგზის მოვისმინეთ კომენტარები, რომ ერთი მხრივ, პოლიცია, შსს და მისი ხელმძღვანელი მოქმედებდა იმ ვალდებულების თანახმად, რა ვალდებულებაც კონსტიტუციითა და კანონით არის განსაზღვრული, რად უკავშირდება განსაკუთრებით მართლწესრიგის დაცვას. ამასთან ერთად, ამ ვალდებულების შესრულებასთან ერთად ჩვენ  კომენტარებში ყოველთვის აღვნიშნავთ, რომ ჰქონდა  ცალკეულ შემთხვევებში უფლებამოსილებების გადამეტებას ადგილი. რა გახდა ამის მიზეზი და რა გარემოებებში მოხდა უფლებამოსილებების გადამეტება, ეს არის სწორედ გამოძიების პრეროგატივა, რომელმაც ახლო მომავალში უნდა დაადგინოს კონკრეტული გარემოებები“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics