|
2019-06-27 20:02:58, 1536 ნახვა
კომენტარი
პრემიერი ლარის კურსზე: ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ნეგატიური ფონი შექმნა ჩვენს ეკონომიკაში - ეს ყველაფერი დამშვიდდება
"სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლო დღეებში განვითარებულმა მოველენებმა, ნეგატიური ზემოქმედება მოახდინა ეკონომიკაზე, ეს არის ფაქტი", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბოლო დღეების განმავლობაში ეროვნული ვალუტის მკვეთრ გაუფასურებასთან დაკავშირებით განაცხადა. ამასთან, როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ვეყანა არის სტაბილური განვითარების კალაპოტში და ეროვნული ვალუტის დასტაბილურება მოხდება. "ამასთან ერთად, ბუნებრივია ნეგატიურ მოლოდინებზე მნიშნელოვნად აისახა ის გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება პირდაპირი ფრენების აკრძალვას და ტურისტების რაოდენობას რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში, მაგრამ ამავე დროს, ეს კიდევ აჩვენებს, რომ ჩვენ გვაქვს საქმე ისეთ საკითხებთან, რომელიც არის მოკლევადიანი და დროებითი. ეს ყველაფერი დამშვიდდება, ქვეყანა არის სტაბილური განვითარების კალაპოტში და ამავე დროს, თითოეული ფუნდამენტური ფაქტორი ჩვენს ეკონომიკაში, რომელიც განსაზღვრავს ეკონომიკის მდგრადობას, არის საკმაოდ კარგ ნიშნულზე. შესაბამისად, ჩემი დასკვნა ასეთია, სამწუხაროდ ამ პროცესებმა ნეგატიური დისონანსი შეიტანა ეკონომიკურ ცხოვრებაში, მაგრამ ამავე დროს, მაკროეკონომიკურ ფაქტორები არის საკმაოდ ჯანსაღი და შესაბამისად, ჩვენ რაღაც მნიშვნელოვან ცვლილებებს ამ თვალსაზრისით არ ველოდებით. რა თქმა უნდა ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უფრო აქტიურად უნდა ვიმუშაოთ იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც შეგვექმნა ამ მოკლევადიან პერიოდში. ამავე დროს, უფრო ეფექტურად უნდა დავნერგოთ სამთავრობო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ საქართველო იყოს ნაკლებად მოწყვლადი. ჩვენ რეალობას ვუსწორებთ თვალს და ვეთანხმებით, რომ ბოლოდროინდელ მოვლენებმა ნეგატიური ფონი შექმნა ჩვენს ეკონომიკაში", - განაცხადა მამუკა ბახტაძე.
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)