20:47 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-27 17:29:14, 1191 ნახვა

კომენტარი
მათიკაშვილი მელიას საქმეზე: მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის

სასამართლო დამოუკიდებელია და ის დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების გადაწყვეტილება.

მათიკაშვილი ხაზს უსვამს, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის.

„სასამართლო არის დამოუკიდებელი, ის დამოუკიდებლად იღებს გადაწვეტილებას, როგორც საზოგადოებამ ნახა მოხდა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს და სპეციალური ღონისძიების შეფარდება,რაც გულისხმობს დაახლოებით იგივეს, რაც არის შინაპატიმრობა. ეს გულისხმობს შემდეგს, რომ პროკურატურის მიზანი, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დროს ნიკანორ მელიამ არ მოახდინოს ზემოქმედება მოწმეებზე, არ ჩაიდინოს ისეთი ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის საქმის გამოძიებას, მიღწეულია. პარალელურად, სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოძიების ეს ლეგიტიმური მიზანი შესაძლებელი იყო მიღწეულიყო ისე, რომ არ გამოყენებულიყო პატიმრობა. აქვე მინდა ხაზი გავუსვა , რომ მცდარი ინფორმაცია ვრცელდება და აქ არანაირ საბოლოო გადაწყვეტილებაზე, ან განაჩენზე საუბარი არ არის“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics