|
2019-06-27 17:08:30, 1384 ნახვა
კომენტარი
უგულავა: როგორც 90-იან წლებში პრეზერვატივებს ცდიდნენ საბჭოთა კავშირში, ასე გამოსცადა ივანიშვილმა ის 93 დეპუტატი
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ მმართველმა გუნდა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია ციხისთვის გაიმეტა. უგულავამ საპარლამენტო უმრავლესობის გუშინდელი გადაწყვეტილება "საბჭოთა სასამართლოს" შეადარა. "ეს გადაწყვეტილება სასამართლოში არ მიიღება სამწუხაროდ. სწორი გადაწყვეტილება იყო მაგრამ სასამართლოში არ მიიღება. გუშინდელი სამარცხვინო საბჭოთა სასამართლო, რომ მოაწყო უმრავლესობამ, იმ ამაზრზენი სანახაობის შემდეგ იმდენად დიდი იყო აღშფოთება მათშორის იმ ადამიანებს შორის ვისაც არანაირი შეხებაში არ აქვთ არც მელიასთან, არც პოლიტიკასთან, ჩვეულებრივი მოქალაქეები გაბრაზდნენ. დღეს ამ ხალხმა თვალებში როგორ უნდა შეხედოს საზოგადოებას. გუშინ იგივე მტკიცებულებები დაგიხვედრეს აი ის რაღაც ფარატინა ქაღალდი და თქვენ 93-ვე დეპუტატმა ადექით და ადამიანი, თქვენი კოლეგა მიაჭირეთ ხელი და გაუშვით ციხეში. თქვენი კოლეგა თქვენი მხრიდან ციხეშია გაშვებული, თქვენ არაფერი არ გეშველებათ. 93 პოლიტიკური გვამი დევს დღეს უმრავლესობაში პარლამენტში. როგორც 90-იან წლებში პრეზერვატივებს ცდიდნენ საბჭოთა კავშირში, ასე გამოსცადა ბიძინა ივანიშვილმა ის 93. მონობის ტესტი თქვენ ჩააბარეთ მაგრამ ხვალიდან როგორ უნდა გააგრძელოთ საქმიანობა ეგ მიკვირს", - განაცხადა გიგი უგულავამ "რუსთავი 2"-თან საუბარში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)