|
2019-06-26 20:42:50, 2103 ნახვა
კომენტარი
გოგიჩაიშვილი მელიასთვის მანდატის შეჩერებაზე: დათრგუნული ვარ ადამიანურად - არასწორი რამ მოხდა
დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებასთან დაკავშირებით, არასწორს უწოდებს. გოგიჩაიშვილის შეფასებით, ხელუსუფლებამ დღეს "პარლამენტის ინსტიტუციას თავზე გადაურბინა". "დათრგუნული ვარ ადამიანურად ისეთი რაღაც მოხდა, არ შეიძლება ამის გაკეთება"-ამის შესახებ განცხადება, ლევან გოგიჩაიშვილმა სესიაზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გააკეთა. ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, დღეს ხელისუფლება პარლამენტის ინსტიტუცია გაანადგურა. მისივე შეფასებით, მიღებული იქნა სისტემაზე მორგებული უსამართლო გადაწყვეტილება. „ძალიან არასწორი რამ მოხდა. ადამიანს სიტყვები არ გეყოფა. ესეთი რაღაცები არ შეიძლება. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, გადაურბინა დღეს ხელისუფლებამ პარლამენტის ინსტიტუციას თავზე. მეც ამ ფარატინა ფურცლის გამო ვარ ციხეში წასული ხო, ეს არ დამთავრდა ამ ქვეყანაში, ეს რაღაც უბედურება და სისტემაზე მორგებული რაღაც. მე ვფიქრობ რომ ეს არის კრიზისი პოლიტიკური დეფიციტი არის. არასწორი გადაწყვეტილება არის. დათრგუნული ვარ ადამიანურად ისეთი რაღაც მოხდა, არ შეიძლება ამის გაკეთება. არ უნდა დაემსგავსო შენზე უარესს,“-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)