15:21 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-26 20:33:15, 1698 ნახვა

პოლიტიკა
ჯაშმა განმარტა, რატომ შეიკავა თავი მელიასთვის მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებულ კენჭისყრაში მონაწილეობისგან

"ქართული ოცნების" დეპუტატმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერების საკითხზე გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. 

როგორც ჯაშმა განმარტა, შესაძლებელი იყო ალტერნატიული გადაწყვეტილებას მიღება.

„არა იმიტომ რომ სიმპატიები არსებობს, მასთან ყველაზე ნაკლებად მაკავშირებს ნაცნობობა და თანამშრომლობა, ვფიქრობ,რომ შესაძლებელი იქნებოდა ალტერნატიული გადაწყვეტილებების მიღებაც. იყო ალტერნატივები, შესაძლებელი იყო აღკვეთის ღონისძიების ნაცვლად. ყველა ადამიანი გადაწყვეტილებას ღებულობს თავად და ვფიქრობ,შეიძლება უფრო ძლიერი პოზიციები ყოფილიყო ადგილზევე რეაგირებით, რომელიც ასევე კონსტიტუციის შესაბამისი მუხლით არის მოაზრებული. დღეს ყველამ ის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მიაჩნია სწორად“, -განაცხადა ჯაშმა.

პროკურატურა ნიკა მელიას  ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს (სსკ-ის 225-ე მუხლი). გენერალური პროკურორის პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ მას შესაძლოა დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართლადამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში.

ცნობისთვის, პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისთვის, დეპუტატ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics