21:33 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-26 18:38:05, 1962 ნახვა

სამართალი
პროკურორი: მელია მეგაფონს მიღმა ხალხს ძალადობისკენ მოუწოდებდა, ამის დამადასტურებელი ვიდეომასალაც არსებობს

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნიკა მელია მეგაფონს მიღმა ხალხს პარლამენტში ძალადობრივი გზით შეჭრისკენ მოუწოდებდა, - ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელმაც ნიკა მელიასთვის მანდატის შეჩერების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, განაცხადა.

პროკურორმა აღნიშნა, რომ გარდა ხშირად გავრცელებული ვიდეოებისა, არსებობს სხვა ვიდეომასალაც, რომელიც დეპუტატის ბრალეულობას ადასტურებს.

“მინდა აღვნიშნო, საქმეში მოიპოვება როგორც არაერთი მოწმის ჩვენება, რომლითაც დასტურდება, რომ ნიკანორ მელია არა მხოლოდ მეგაფონით მოუწოდებდა მომიტინგეებს მშვიდობიანად და ხელებაწეული შესულიყვნენ პარლამენტის შენობაში, არამედ მეგაფონს მიღმა მოუწოდებდა მოქალაქეებს რომ ნებისმიერი გზით, მათ შორის ძალადობრივი მეთოდებით  შესულიყვნენ პარლამენტის შენობაში.
ამასთან ერთად, საქმეში მოიპოვება სხვადასხვა მედიასაშუალებებისა და კერძო პირების მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს მისი უშუალო მონაწილეობა ამ აქციაში,  მათ შორის ის ჟესტიკულაციაც, რომელიც ნანახი გაქვთ. საქმეშია უამრავი ვიდეომასალა, რომელიც ამ წუთებშიც მუშავდება. გარდა იმისა, რაც გავრცელდა მასობრივი მედიასაშუალებებით, არის კიდევ სხვა ვიდეოჩანაწერებიც, სადაც ასახულია მისი ეს აქტიური როლი“, - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
პაპი ლეონ XIV-ე- სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics