15:20 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-26 18:40:58, 1956 ნახვა

პოლიტიკა
„ისტორიაში ჩაიწერება, რომ პარლამენტარებმა თავიანთი კოლეგა გაწირეს“ - კვიციანი მელიას პატიმრობას არ ეთანხმება

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის ემზარ კვიციანის განცხადებით, მისთვის გაუგებარია რატომ არის საჭირო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას დაპატიმრება.

კვიციანმა პროკურატურის წარმომადგენელს მიმართა, თუ არის შესაძლებელი რომ დეპუტატებს, ვისაც სურვილი აქვთ მელიას ჩაუდგნენ თავდებში?!

„ჩვენ 21-ში ვიხილეთ ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც ამბობდნენ ასეთ ფრაზას: „ივანიშვილს ხელიდან უნდა წავგლიჯოთ ხელისუფლება“, გახსოვთ ალბათ ამ ფრაზის ავტორი, ქვეყნის გამყიდველი, ბატონი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელსაც არ სჭირდება არც იმუნიტეტის ჩამორთმევა და არც არაფერი. რატომ არ არის დაკითხული?!

რაც შეეხება, ნიკანორ მელიას, უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მაგაზე, გირაოთია გამოშვებული და არ გაქცეულა არსად. დღესაც აგერ მოვიდა,  ზის და უყურებს ამ ყველაფერს. ანუ ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისა, რომ არ გაიქცევა და რატომ არის აუცილებელი, რომ მაგისი პატიმრობაში ყოფნა, ეგ მაინტერესებს ძალიან. თუ არის საშუალება იმისი, რომ დეპუტატები, ვისაც სურვილი ექნება თავდებში ჩაუდგეს ნიკანორ მელიას?! ან შიდა პატიმრობა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური მიმართულებები გვაქვს, ის არის ჩვენი კოლეგა და ეს ისტორიაში ჩაიწერება, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტარებმა თავიანთი კოლეგა გაწირეს. რადგანაც მივიღეთ და დასვით აქ, ახლა კეთილი ინებეთ და კოლეგიალობა დავიცვათ.  57 ათასი გამოუძიებელი საქმე გაქვთ პროკურატურაში“, - აღნიშნა ემზარ კვიციანმა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics