15:20 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-26 18:29:39, 1701 ნახვა

პოლიტიკა
„თანაგუნდელებმა მიგატოვეს“ - მელია სხდომას, სადაც მისი მანდატის შეჩერებაზე მსჯელობენ, მარტო ესწრება

პარლამენტის პლენარულ სესიაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა მელიას სადეპუტოტა იმუნიტეტის შეჩერებაზე მსჯელობენ.

სხდომას "ნაციონალური მოზრაობის" და "ევროპული საქართველოს" დეპუტატები პროტესტის ნიშნად არ ესწრებიან. სასესიო დარბაზში ნიკა მელია მარტო, თანაგუნდელების გარეშე ზის.

მას სიტყვით ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მიმართა:

"ნიკა მელიას მივმართავ. ბატონი ნიკა თქვენ და თქვენს მეგობრებს, დღევანდელ სხდომაზე შეგეძლოთ ორნაირად გემოქვედათ. ერთი ეს იყო, ისე მოქცეულიყავით, როგორც ახლა იქცევით და ამის პიარული დაგეგმვის საბოლოო შედეგი ყოფილიყო რომ ხალხს შეცოდებოდით, გასაგებია და მეორე, მოსულიყავით თქვენ და თქვენი კოლეგები, რომლებიც დღეს ისხდნენ იქ და არგუმენტები არ ჰქონდათ, და არგუმენტებით ენახებინათ საქართველოსთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის თქვენი არგუმენტების სიმყარე. მაგრამ მათ მიგატოვეს, იმიტომ, რომ დღეს ლაპარაკობდნენ მხოლოდ პოლიტიკუროი მესიჯებით და არ მგონია, რომ პროფესიონალიზმი არ ჰყოფნიდეთ, რომ თქვენ დაგიცვან სათანადოთ. ამიტომ, ნუ შეაფასებთ, მათ პიარ სვლას სწორად, სადაც მიგატოვეს, იმიტომ რომ იქნებ ვინმეს შეეცოდოს. ეს არ არის სწორი მათი მხრიდან. თქვენზე არაფერს არ ვამბობ, ადამიანურად მესმის და გავიგე ყველაფერი. აქ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ ადამიანურად ვფიქრობთ და მათ მიგატოვეს და არგუმენტები არ წარმოადგინეს", - მიმართა მდინარაძემ მელიას.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics