15:21 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-26 17:39:31, 1566 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - პარლამენტს ნიკა მელიასთვის განაჩენი არ გამოაქვს, გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის და ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიასთვის აღკვეთ ღონისძიების შეფარდებას პარლამენტი არ იღებს.

ვოლსკის თქმით, ასეთ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს.

„არც კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, არც პლენარულზე არ მიიღება რამე განაჩენი ან გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა დამნაშავე. გადაწყვეტილება მიიღება, თუ როგორც გააგრძელოს პროკურატურამ გამოძიება, როგორც ჩვეულებრივ ადამიანზე, არა იმუნიტეტის მქონე ადამიანზე. სასამართლო დავა თუ გაიმართება, უდანაშაულობის პრეზუმცია დაცულია. პროკურატურა თხოულობს, რომ დააყენოს სასამართლოზე აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საკითხი. ის არ თხოულობს ჩვენგან დავადასტუროთ ან უარვყოთ ნიკა მელიას დანაშაული.

პოლიტიკური ნიშნით დაკავება იყო, მაშინ როცა ირაკლი ბათიაშვილი დააკავეს სატელეფონო სიტყვისათვის და ახლომახლოშიც არ იყო კოდორის ხეობასთან. სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მუხლით წაუყენეს ბრალი და 7 წელი მიუსაჯეს. ეს ის შემთხვევა არაა და პერიოდი არაა, როცა ადამიანს შეგიძლია პატიმრობა ასე ხელაღებით მიუსაჯო. თუ პროკურატურას უნდა რომ სასამართლოში შევიდეს ასეთი აღკვეთი ღონისძიების გამოყენება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა და სასამართლო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს არ სამართლებრივი პროცესი, რომელიც მიმდინარეობს“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics