15:20 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-26 14:44:42, 1158 ნახვა

პოლიტიკა
„მელიას საქმეზე მოწმეების უმრავლესობა სახელმწიფო სამსახურში მუშაობს“ - დეპუტატი სიას ასაჯაროვებს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა ნაყოფია იმ მოწმეთა სიას ავრცელებს, რომლებიც  დეპუტატის, ნიკა მელიას წინააღმდეგ აღძრულ საქმეში ფიგურირებენ.

ნაყოფიას ინფორმაციით, მოწმეთა უმრავლესობა სახელმწიფო სამსახურში მუშაობს, რაც დეპუტატის შეფასებით, მათი მიუკერძოებლობის შესახებ ეჭვს აჩენს. 

„აბსოლუტურად არ მიმაჩნია და ალბათ არავინ არ დაიჯერებს, რომ ის, რაც ნიკა მელიას ბრალდებამ წაუყენა, სამართალთან რამე საერთო აქვს. ეს არის პოლიტიკური დაკვეთა ერთი პოლიტიკური გუნდის და  ანგარიშსწორება ნიკა მელიასა და ოპონენტებზე.  მე მაქვს თქვენთან, ბატონო ბრალმდებელო რამდენიმე კითხვა. პირველი: რატომ არ აძლევთ მტკიცებულებებს ადვოკატს და მეორე: ის ვითომ მოწმეები იცით თუ არა ვინ არიან? თუ არ იცით, მე გეტყვით: დავით ბარამაშვილი - სუს-ის თანამშრომელი, სანდრო ბარამაშვილი - შსს-ს თანამშრომელი, ალექსი ბუიშვილი - ახმეტის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე, ირაკლი შაიშმელაშვილი - თავდაცვის სამინისტრო, ნათია ბერიძე - რომელიც აქტიურად იყო ჩართული  2018 წელს არჩევნებში, თქვენი კომისიის თავმჯდომარე თუ მოადგილე ერთ-ერთ რაიონში, ამავე დროს ბაღის თანამშრომელი. რა არის ეს, ეს არიან მოწმეები? ეს არიან მელიას მომხრეები, რომლებიც იქ იდგნენ და რომლებზეც მან უნდა მოახდინნოს შემდგომში ზეწოლა? კოლეგებო, ნუ გავხდებით შარიკოვები და  ნუ გავხდებით შმონდერები“, -განაცხადა კობა ნაყოფიამ. 

დეპუტატის ამ სიტყვებს დარბაზში ხმაური მოჰყვა და რამდენიმე დეპუტატს შელაპარაკება მოუვიდა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ორი კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერებაზე მსჯელობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics