|
2019-06-26 12:29:26, 945 ნახვა
საზოგადოება
ავტომანქანის ფერის შეცვლის ვაუჩერი ტაქსის მძღოლებმა 10 აგვისტომდე უნდა აიღონ
ავტომანქანის ფერის შეცვლის ვაუჩერის აღების მსურველმა ტაქსის მძღოლებმა შესაბამის კომპანიას 10 აგვისტომდე უნდა მიმართონ, - ამის შესახებ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. კახა კალაძის თქმით, ვაუჩერის გამოყენების ბოლო ვადა მიმდინარე წლის პირველი ოქტომბერია. შესაბამისად, ტაქსების მძღოლებმა ავტომანქანის ფერის შეცვლა (შეღებვა, ან თეთრი ფირის გადაკვრა) პირველ ოქტომბრამდეუნდა განახორციელონ. „მინდა, შევეხო რეფორმას, რომელიც ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ. ეს არის ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულება - ტაქსების რეფორმა, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. მინდა შევახსენო ყველას, რომ მერიის მიერ შემუშავებული ვაუჩერების გაცემის ვადა მიმდინარე წლის 10 აგვისტოა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაუჩერების მიღების მსურველებმა შესაბამის მისამართზე, კომპანიას ვაუჩერის ასაღებად, 10 აგვისტომდე უნდა მიაკითხონ. ვაუჩერის განაღდების ბოლო ვადა მიმდინარე წლის პირველი ოქტომბერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაუჩერის განაღდება, ანუ ავტომანქანის ფერის შეცვლა (შეღებვა, ან თეთრი ფირის გადაკვრა) უნდა მოხდეს პირველ ოქტომბრამდე. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ რეფორმის განხორციოელება, იმისთვის, რომ სარგებელი მიიღოს, როგორც ტაქსის მძღოლებმა, რომლებიც ამ სერვისს ახორციელებენ, ასევე იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ სერვისით სარგებლობენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მათ შორის ტაქსებით მომსახურების მიმართულება აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)