13:46 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-26 10:41:55, 1015 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიცია იმ მტკიცებულებების გაცნობას ითხოვს, რითაც პროკურატურა ნიკა მელიასთვის მანდატის შეწყვეტას მოითხოვს

იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

ოპოზიცია იმ მტკიცებულებების გაცნობას ითხოვს, რითაც პროკურატურა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტას მოითხოვს.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, მიმართვაში, რომელიც პროკურატურამ პარლამენტს გაუგზავნა არ არის განმარტებული, კონკრეტულად რა დანაშაული ჩაიდინა მელიამ.

„მტკიცებულებებში არ წერია არსად რის გამო განიხილავთ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს, იმ მიზნით, რომ მოხდეს მისი დაკავება. წარმოადგინოს პროკურატურამ მტკიცებულებები, სხვანაირად იქნებით ჩვეულებრივი „ტროიკა“ და თუ ერთადერთი მტკიცებულება არის მისი ხელის ჟესტიკულაცია, ნიკა მელიას სანამ გააგდებდით პარლამენტის შენობიდან, ვიყავით ერთად ძალიან ბევრი დეპუტატი და გვაინტერესებს რატომ არ დგება პირადად ჩემი პასუხისმგებლობა, რადგან ერთადერთი მტკიცებულება, რის გამოც აპირებთ მოუხსნათ იმუნიტეტი. ჩამოყალიბდით ბოლომდე „ტროიკად“ ან განგვიმარტეთ, რა მტკიცებულებები არსებობს. სანამ თქვენი სისხლიანი რეჟიმი იქნება ვერ დაწყნარდება ხალხი“, - მიმართა ბოკუჩავამ საპარლამენტო უმრავლესობას.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ კი თინა ბოკუჩავას ურჩია დაწყნარებულიყო და სისხლიან რეჟიმზე არ ესაუბრა. 

„წყნარად იყავით, სისხლიან რეჟიმზე ბევრს ნუ ლაპარაკობთ“, - განაცხადა კახიანმა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ნიკა მელიას  ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს. გენერალური პროკურორის პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ მან შესძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართლადამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ლუკაშენკო: ბელარუსი უკრაინისთვის როგორც ხელისგულზეა – უკვე 500 სამიზნე აქვთ მონიშნული
კობახიძე: დღეს, როდესაც მსოფლიო პოლიტიკა განიცდის ლიდერების დეფიციტს, სერბეთს ჰყავს გამორჩეული ლიდერი
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics