2019-06-25 16:40:11, 1124 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქო ხელისუფლებას მოუწოდებს, აქციაზე დაკავებული პირების მიმართ მაქსიმალური ლოიალობა გამოიჩინონ
საქართველოს საპატრიარქო 19-20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
საპატრიარქო ხელისუფლებას მოუწოდებს, კანონის შესაძლებლობის ფარგლებში, გამოიჩინონ მაქსიმალური ლოიალობა განსასჯელთა მიმართ.
"კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ გულისტკივილს 19-20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და თანავუგრძნობთ ყველა დაზარალებულს. ამასთან, მივმართავთ ხელისუფლებას, კანონის შესაძლებლობის ფარგლებში, გამოიჩინონ მაქსიმალური ლოიალობა განსასჯელთა მიმართ. მართალია, მათი ნაწილი უკვე გათავისუფლდა, მაგრამ ვთხოვთ, იყვნენ შემწყნარებელნი იმ სხვა დაკავებულთადმიც, რომელნიც, გულწრფელ ემოციებს აყოლილნი, ჩაერთნენ პროცესებში. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო", - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან