|
2019-06-25 15:51:59, 1267 ნახვა
კომენტარი
გია ვოლსკი: მხარდაჭერას ვუდასტურებთ პოლიციელებს, რომლებმაც არ დაუშვეს რევოლუციური სცენარის განვითარება
უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას პოლიციელებს მხარდაჭერა გამოუცხადა. მისი თქმით, 20 ივნისის ტკივილს მთელი ცხოვრება ატარებს ქართველი ხალხი, თუმცა ახლა დროა, გონივრულად მოქმედება, რათა ოპონენტთა გამოცდილმა ორგანიზებულმა ჯგუფმა არ მოახდინოს ქვეყნის დესტაბილიზაცია. „დღეს, ყველასთან ერთად, სრულ მხარდაჭერას ვუდასტურებთ პოლიციელებს და არა მხოლოდ იმისთვის, რომ არ დაუშვეს რევოლუციური სცენარის განვითარება და სახელმწიფოს დესტაბილიზაციის უფსკრულში ჩაძირვა, არამედ ყოველდღიური საქმიანობისათვის, რასაც ჩვენი უსაფრთხოების სადარაჯოზე დგომა ჰქვია. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ძალის გადამეტებას რაიმე გამამართლებელი საბუთი არ გააჩნია, მითუმეტეს როდესაც ეს ადამიანის ჯანმრთელობის სერიოზული ზიანის მომტანია. ამ ფიზიკური ზიანის ტკივილს მთელი ცხოვრება ატარებს ქართველი ხალხი, საზოგადოება, გნებავთ დაზარალებულის და გნებავთ პოლიციელების ოჯახები. სერიოზული ფიზიკური დაზიანებები მიიღეს მათაც - 80-ზე მეტი პოლიციელია დაზიანებული. მოკლედ, მთელი საზოგადოება დაზარალდა მორალურად, ფიზიკურად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად. გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე, მანდატი დატოვა დეპუტატმა. ახლა გვმართებს ძალების და გონების მოკრება იმისათვის, რათა ქვეყანა არ ჩავძიროთ ქაოსში და დესტაბილიზაციის სისტემას არ დავუჭიროთ მხარი, რომ რომელსაც ჩვენი ოპონენტების საკმაოდ გამოცდილი და ორგანიზებული ჯგუფი აპირებს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)