22:26 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-25 15:29:58, 1030 ნახვა

საზოგადოება
აქციის დროს დაშავებულთაგან კლინიკებში 13 პაციენტი რჩება

20 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებულთაგან ამ დროისთვის, კლინიკებში 13 პაციენტი რჩება.

აღნიშნულის შესახებ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, სტაბილური მდგომარეობა აღენიშნება რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფ ორ პაციენტს. მათგან ერთი, შესაძლოა, მართვითი სუნთქვის აპარატიდან უახლოეს პერიოდში ჩაიხსნას, დღის ბოლომდე კი, სამედიცინო დაწესებულება კიდევ 5-მა პირმა დატოვოს.

„ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალისტებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს“, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics