13:48 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-24 19:16:08, 1292 ნახვა

პოლიტიკა
„მიიღეთ გადაწყვეტილება, უჭერთ თუ არა გახარიას მხარს?!“ - ხმაური პარლამენტში

პარლამენტის ბიუროს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ითხოვდნენ, რომ  20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე საუბრის საშუალება ჰქონოდათ.

გარდა ამისა, ოპოზიცია მოითხოვს, რომ შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომაზე ხვალინდელ პლენარულ სესიაზე რეზოლუციის პროექტი განიხილონ.

აღნიშნულ განცხადებებს კამათი და ხმაური მოჰყვა, რის შემდეგადაც  სერგი კაპანაძემ ბიუროს სხდომა დატოვა.

„იმ ყველაფრის მერე, როცა თქვენმა შს მინისტრმა მოაწყო „გავრილოვის ღამე“, როცა თვალები დათხარეს ახალგაზრდებს, ერთი კომიტეტი არ ჩაატარეთ პარლამენტში დღეს, რომ ეს საკითხები განხილულიყო. ახლა, ბიუროზე,როცა გვინდა, რომ განვიხილოთ ეს, გვეუბნებით რომ მიკროფონი გამოვრთოთ? ეს არის თქვენი დამოკიდებულება. კეთილი ინებეთ და მიიღეთ გადაწყვეტილება რას უპირებთ გახარიას. გადაწყვიტეთ მხარს უჭერთ მას თუ არა. თუ უჭერთ მხარს, რომ ის დარჩეს თანამდებობაზე, მაშინ აიღეთ პასუხისმგებლობა. აქ გვაქვს დოკუმენტი, რომელიც ეხება გახარიას პასუხისმგებლობას. ხვალ გადაწყვიტეთ, ამას მხარს დაუჭერთ თუ არა“, - მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას კაპანიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ლუკაშენკო: ბელარუსი უკრაინისთვის როგორც ხელისგულზეა – უკვე 500 სამიზნე აქვთ მონიშნული
კობახიძე: დღეს, როდესაც მსოფლიო პოლიტიკა განიცდის ლიდერების დეფიციტს, სერბეთს ჰყავს გამორჩეული ლიდერი
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics