|
2019-06-24 12:54:49, 1033 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი: გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ვხედავთ
გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს არ ვხედავთ“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, სასესიო კვირის დასრულების შემდეგ დაიწყება კონსულტაციები, როგორც საპარლამენტო ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციასთან. „ეს არის რევოლუციური ცვლილებების დასაბამი ქართულ პოლიტიკურ სისტემაში. მისასალმებელია, იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოების მოთხოვნა სახეზეა. პირველ რიგში უნდა დავასრულოთ სასესიო კვირა, შემდეგ დავიწყებთ კონსულტაციებს ყველასთან როგორც საპარლამენტო ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, გვინდა საუბარი ყველა პოლიტიკურ ძალასთან და ყველა ინდივიდთან ვინც კონსტიტუციურ მოთხოვნებს სცემენ პატივს. სამწუხაროდ ჩვენ ვიხილეთ, ძალიან სამწუხარო მოვლენები როცა ძალიან ღიად პირდაპირ ეთერში ჰქონდა კრიმინალს ადგილი, რაც იყო სახელმწიფო ინსტიტუტებს დამხობისკენ მოწოდება. აქციის დაშლა თქვენ ალბათ არ გინდათ, მაგრამ ყველაზე მძიმე იყოს ის, რომ აუცილებელი გახდა ძალის გამოყენება იმ უპასუხისმგებლო და კრიმინალური ქმედებების გამო,რომელსაც ადგილი ჰქონდა აქციაზე", - აღნიშნა ჩუგოშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)