|
2019-06-23 21:41:13, 1075 ნახვა
პოლიტიკა
დედა სიდონია - აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდობას ჩვენზე გაცილებით უკეთესი და ძვირფასი ღირებულებები აქვს
აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდობას ჩვენზე გაცილებით უკეთესი და ძვირფასი ღირებულებები აქვს - ეს განცხადება დედა სიდონიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გააკეთა. დედა სიდონიამ შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა და მათ სოლიდარობა გამოუცხადა. „ჩემთვის ძალიან სასიამოვნო სიურპრიზია ის, რომ მე არ ვიცოდი, კრიტიკულ, კრიზისულ სიტუაციაში, ჩვენი ახალგაზრდობა, როგორ ნებას გამოავლენდა. მე არ ვიცოდი, როგორ განვითარდა ის, რა ღირებულებები ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ ამ ახალგაზრდობას ჩვენზე გაცილებით უკეთესი და ძვირფასი ღირებულებები აქვს. მე არ მოველოდი ასეთ გართულებას, თორემ მეყოფოდა ძალა, რომ პირველი ვმდგარიყავი და გადავეფარებოდი ყველას, ბავშვებს. კიდევ ერთ რამ მინდა გითხრათ, არ შეგვეშინდეს იმ მდგომარეობის, რაც არის დღეს, თუნდაც ეკლესიაში. ეკლესია არის ორგანიზმი და არის ორგანიზაცია, ეს არ უნდა შეგვეშალოს ჩვენ. ეკლესია არის იესო ქრისტე, არის სარწმუნოება. ჩვენ ინდივიდები ყოველთვის ვიქნებით სარწმუნოების მატარებელი, რომელიც საზოგადოებისთვის არის ძალიან აუცილებელი და ღირებული. ეს არის საყრდენი გაურკვევლობაში და დაბნეულობაში მყოფი ადამიანების, არის ნუგეში, არის თანადგომა. ეკლესია უნდა იყოს სოციალური,“ - განაცხადა დედა სიდონიამ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)