|
2019-06-23 12:49:27, 1181 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი პუტინის გადაწყვეტილებაზე: ტურისტები კვლავ უნდა ჩამოვიდნენ აქ, იმიტომ რომ მათ უყვართ საქართველო
"ჩვენ რუსეთთან პრობლემები აქამდეც გვქონდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია 1,5 მილიონი ტურისტისთვის, რომლებიც რუსეთიდან საქართველოში ჩამოვიდნენ", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Euronews-თან ინტერვიუში, თბილისში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არსებობს დესტაბილიზაციის მცდელობები და ამას ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ. „ჩვენ რუსეთთან პრობლემები აქამდეც გვქონდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია 1,5 მილიონი ტურისტისთვის, რომლებიც რუსეთიდან საქართველოში ჩამოვიდნენ და ყოველგვარი ინციდენტების გარეშე დაბრუნდნენ სამშობლოში. ტურისტები კვლავ უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში, იმიტომ რომ მათ უყვართ საქართველო. პოლიტიკოსებმა და ქვეყნის ლიდერებმა არსებული პრობლემები უნდა მოაგვარონ, ჩვენ საქართველოს ტერიტორიები გვაქვს დასაბრუნებელი, მაგრამ ამან არ უნდა შეუშალოს ხელი ტურიზმს. ჩვენ დეესკალაცია გვჭირდება - არც საქართველოს და არც ევროკავშირს რეგიონში დაძაბულობის ახალი წერტილი არ სჭირდება. დაძაბულობის შექმნის ნებისმიერ მცდელობებს ჩვენ კვლავ მშვიდობიანი ზომებით ვუპასუხებთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)