|
2019-06-23 02:22:25, 1283 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილის ხსენებას სტვენა მოყვა ხოლო პოლიტიკური შეფასების გამო გამომსვლელს სიტყვა შეაწყვეტინეს
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ხსენებას სტვენა და შეძახილები მოჰყვა. აქციაზე ერთ-ერთმა გამომსვლელმა, ისრაელში მცხოვრები ემიგრანტების მიმართვა გააჟღერა და მოუწოდა პოლიტიკოსებს, ახალგაზრდების უფლებები დაიცვან. აქციის მონაწილეები საუბრობდნენ წინა ხელისუფლების ჩანედილ ქმედებებზე. ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ 7 ნოემბერი გახსენა, რის შემდეგაც ორგანიზატორებმა მას სიტყვის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. მისი თქმით, ემიგრანტები ნერვიულობენ მიმდინარე მოვლენების გამო და თუკი საქართველოს ხელისუფლება ვერ დაიცავს ახალგაზრდებს, მიხეილ სააკაშვილს მიმართავენ თხოვნით, საქართველოში ჩამოვიდეს. აქციის მონაწილეების მხრიდან ამ განცხადებას სტვენა და შეძახილები მოჰყვა. „დღეს თითოეული თქვენგანი გული ქმნის აქ ერთ მთლიან გულს, რასაც საქართველოს ჰქვია. ჩვენ ქართველი ხალხი ვერ ვაპატიებთ „ქოცებს“ გავრილოვს, 20 ივნისს და გავუშვებთ პოლიტიკურ მოუსავლეთში, მაგრამ ამასთანავე პოლიტიკური მოუსავლეთიდან არ დავაბრუნებთ ისეთ ბნელ ძალებს, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“ არ დავაბრუნებთ, რადგან გვახსოვს 7 ნოემბერი“, – განაცხადა ერთ-ერთმა გამომსვლელმა, რომელსაც სიტყვის დასრულების საშუალება არ მიეცა და ტერიტორიიდან გაიყვანეს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)